• წინანდლის პარკი


    საქართველოში პარკთმშენებლობის ისტორიულ ძეგლთა შორის თავისი მაღალმხატვრული გადაწყვეტით პირველი ადგილი წინანდლის პარკს უჭირავს. კახეთის თვალწარმტაცი ბუნების წიაღში, ცივ-გომბორის მთის კალთებსა და ალაზნის მომხიბლავ, ზურმუხტოვან ველზე, გადაშლილია კახეთის თაიგული, საქართველოს სიმდიდრისა და სილამაზის თვალმარგალიტი წინანდლის პარკი.

Wednesday, November 20, 2013

კულტურა


სოფლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირსება მისი კულტურული მემკვიდრეობაა. საქართველოში პირველად სოფ. წინანდალში ალ. ჭავჭავაძემ შემოიტანა პირველი ფორტეპიანო. ხელოვნების განსაკუთრებული ნიჭი და სიყვარული თაობიდან თაობას გადაეცემოდა. სოფელში იმართებოდა თეატრალური წარმოდგენები. არის მგალობელთა და მომღერალთა გუნდები, არიან ხალხურ ინსტრუმენტებზე შემსრულებელნი და სხვა. სიმღერის მდიდარ ტრადიციებზე აღმოცენდა ფოლკლორული ანსამბლი „წინანდალი“, რომელიც 1985 წელს ჩამოყალიბდა. დაარსების დღიდან ანსამბლს ხელმძღვანელობდა ლევან აბაშიძე. მან გუნდთან ერთად არაერთ ქვეყანაში ჩაიტანა ქართული სიმღერის სული, ხოლო საფრანგეთში , სადაც „წინანდალი“ ქართულ ხელოვნებას წარმოადგენდა, მან შეძლო ფრანგებისთვის ესწავლებინა რამდენიმე ქართული სიმღერა, მათ შორის საქართველოს ჰიმნი. აღსანიშნავია ისიც რომ ანსამბლის შესახებ საქართველოს ტელევიზიამ ლია დავლიანიძისა და მანანა შევარდნაძის რეჟისორობით გადაიღო სატელევიზიო ფილმები „წინანდლელი ბიჭები“ და „ წინანდალი“. ამჟამად მოქმედებს საშუალო და სამუსიკო სკოლებში ბავშვტა სიმღერის გუნდი, კულტურის სახლში შექმნილია საესტრადო ანსამბლი.  
 სოფლად მხატვრული  თვითშემოქმედების განვითარების საქმეში განსაკუთრებული როლი შეასრულეს მაია გავაშელიძემ, სიმონ ვეფხიშვილმა და გიგია გემაზაშვილმა.
მაია გავაშელიძე, არის პიროვნება რომელიც მუშაობს თექაზე, ქარგავს არაჩვეულებრივად და მუშაობს გობელინზე

ბუნებრივი რესურსები


წინანდლის ბუნებრივ სიმდიდრეს წარმოადგენს ჰავის  - აგროკლიმატური, წყლის, მიწისა და ბიორესურსები.  აგროკლიმატურ რესურსებზეა დამოკიდებული სასოფლო-სამეურნეო ზრდა-განვითარების პერიოდები, მათი მოვლა-მოყვანის წესები და აგროწარმოების სპეციალიზაცია. აგროკლიმატური რესურსები ხელსაყრელ პირობებს ქმნის მევენახეობის განვითარებისათვის სამრეწველო ვენახების ქვეშ ძირითადად გავრცელებულია ყავისფერი ნიადაგები. ამ ნიადაგებზე გაშენებული ვენახებიდან ისეთი აღიარებული ღვინოები მიიღება როგორიცაა წინანდალი, რომელიც რქაწითელისა და მწვანე კახურისგან იწარმოება . (ფოტო)
  ჰიდრორესურსებიდან აღსანიშნავია დოლიაურის ხევი და კისისხევის ხევი რომელიც სოფელს ორივე მხრიდან ჩამოუდის. მდ. კისისხევი გამოირევა ჩამოტანილი ნაშალი მასალით ქვიშითა და ქვა-რორღით, რომელიც გამოიყენენება სამშენებლო დანიშნულებით. მდ_ზე გაკეთებულია თევზსაშენი საგუბარი სოფ. ტერიტორიაზე ბუღიაანთ აღმართის ძირში არის გოგირდოვანი წყალი. წინანდალი მიწის რესურსებითაც გამოირჩევა. 2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით წინანდლის მიწის  სავარგულების სტრუქტურა ასეთია:
მთლიანი ფართობი- 3027ჰა.
მათ შორის:
სასოფლო-სამეურნეო სავარგულები-2095ჰა.
ბუჩქნარი-233ფა.
საძოვარი-131ჰა.
გზები-72ჰა.
გამოუყენებელი მიწები (ხევების ჩათვლით)-354ჰა.
აქედან მოსახლეობის კერძო საკუთრებაშია 1100 ჰა. მიწის სასოფლო-სამეურნეო სავარგული, ხოლო იჯარით გაცემული 900 ჰა.
 სოფელი სასმელი წყლის გარეშე ხომ წარმოუდგენელია. „თეთრიანის“ ტყის წყარო გამოირჩევა განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით. მე-19 საუკუნის დასასრულს აღნიშნული წყალი სოფელში გამოიყვანეს.


გამოსავალი, რომელიც მილების საშუალებით მიეწოდება სოფლის აბანოს

ჰავა


წინანდლის ჰავა მშრალი სუბტროპიკულია, რაც განპირობებულია მისი გეოგრაფიული მდებარეობით. ზამთარში გაბატონებულია ჩრდილო-დასავლეთის ქარები, ზაფხულში სამხრეთ-აღმოსავლეთის. ნალექების წლიური ჯამი 700-1000მმ შეადგენს. ნალექების მაქსიმუმი მაისის თვეშია მოსალოდნელი (ზოგჯერ ივნისში). ივლისი აგვისტოში აღინიშნება ხანმოკლეე მშრალი პერიოდი. ივლისი-აგვისტოში შეინიშნება სემიარიდული გვალვიანი პერიოდი. თოვლის საფარი ყოველწლიურად არ ყალიბდება- თოვლის საფარი 18 დღეა.

 სოფლის მეურნეობის განვითარებაში უარყოფით როლს თამაშობს ცუდი მეტეროლოგიური პირობები, განსაკუთრების სეტყვა. კლიმატური პირობები ხელსაყრელია სოფლის მეურნეობის ისეთი დარგის განვითარებაში როგორიცაა მევენახეობა, მემინდვრეობა, მებოსტნეობა, მეხილეობა, მეცხოველეობა. 

რელიეფი


წინანდალი მდებარეობს ზღვის დონიდან 520მ. სიმაღლეზე. ცივ-გომბორის  კალთების დაქანებაზე, რომელიც თანდათან გადადის ალაზნის ვაკეზე. წინანდლის ტერეიტორია სუსტადაა დახრილი მდინარე ალაზნის გასწვრივ ჩრდილო დასავლეთიდან, სამხრეთ აღმოსავლეთისაკენ. წინანდლის ტერიტორიის ამგებელ ქანებში გვხვდება ქვაღორღები, ქვიშები, თიხები, თიხნარები, აგრეთვე მდინარეული ნატანი მასალა. ალაზნის ვაკის ბრტყელი რელიეფიგართულებულია უზარმაზარი გამოზიდვის კონუსებით, რომელსაც აგროვებს გომბორის ქედიდან ჩამომავალი მდინარე. მდინარე კისისხევი, იქ სადაც წინანდალს ჩამოუდის აჩენს ფლატეს, მისი სიმაღლე 50-150 მეტრ ფარგლებში მერყეობს. შიშველი ციცაბო ფერდობები განიცდის ინტენსიურ გამოფიტვას და დილუციას. ფერდობის ძირისკენ დიდძალი გამონაფატი მასალა ცვივა.

ისტორია


წინანდლის ისტორიის შესახებ არსებული მრავალრიცხოვანი საარქივო, ოჯახებში გაბნეული თუ სხვა სახის საცნობარო დოკუმენტები, ძირითადად ალექსანდრე ჭავჭავაძის მიღვაწეობისა და მის შედგომ პერიოდს განეკუთნება, მაგრამ, სამწუხაროდ, მეტად მწირი მონაცემები გაგვჩნია სოფლის ადრეული პერიოდის ისტორიაზე. ჯერ კიდევ ცოტა რამ ვიცით, თუნდაც იმ ძირძველი მრავალსაუკუნოვანი  ცხოვრებისა და მოღვაწეეობის შესახებ, რომლებიც უხსოვარი დროიდან ქმნიდნენ სოფლის ცხოვრებას, მაგრამ დროის ქარტეხილებმა მათი ნაკვალევი უმოწყალოდ წაშალა.
    მიუხედავად ბნელით დაფარული წარსულისა, სოფლის ტერიტორიაზე  შემორჩენილი ისტორიული ძეგლების, ტოპრიზმებისა თუ გადმოცემების წყალობით,  შეგვიძლია გარკვეული წარმოდგენა ვიქონიოთ ჩვენი წინაპრების  მიერ განვლილ გზაზე. არსებობს სარწმუნო და უტყუარი წყაროები, რომ სოფლისა და მისი  სავარგულების ტერიტორია უხსოვარი დროიდან ყოფილა დასახლებული რამდენიმე  განცალკევებულ ადგილას და ქმნიდა ერთიან  თემს. ასეთი დასახლებების ნაშთები მოგვეპოვება  თეთრანში, სახარეში, საფარისში, ვერთუბანში, რკინიგზის სადგურის მიდამოებში, ხშირას ტერიტორიაზე. სადაც დღემდეა შემორჩენილი ქრისტიანული ეპარქიისა თუ უფრო ადრეული ხანის სალოცავებისა და საცხოვრისების ნაშთები. შემორჩენილი ძეგლებიდან ყველაზე საინტერესოა საფარისის  სამონასტრო კომპლექსი, ომელიც 1931 წელს პროფესორმა ა. წილოსანმა დეტალურად შეისწავლა, ეს ძეგლი შევიდა  აკადემიკოს ჩუბინაშვილის  მიერ გამოცემულ კატალოგში, როგორც 8-9 საუკუნეების  ხუროთმოძრვრების თვალსაჩინო ძეგლი.
     დღემდე მოღწეული ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და ყოფილი საცხოვრებლების ადგილმდებარეობადა მათი შესწავლა გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი შორეული წინაპრები სისტემატურად განიცდიდნენ მტრის შემოსევას, რომლებმაც არაერთგზის ააოხრეს მათი სადგომები. ხალხი იძულებული ხდებოდა, მთის ფერდობსა თუ ალაზნის ნაპირებზე არსებულ უდაბურ რყეებში გახიზნულიყო,ამ მოსაზრებას ერთ-ერთ უბანში არსებული დაუმთავრებელი ეკლესიის ეზოში აზელილი კირის დიდი გაქვავებული გროვაც მოწმობს. წინაპრებიდან მოღწეული გადმოცემების თანახმად, მტერი სწორედ იმ დროს შემოესია სოფელს, როდესაც ეკლესიის მშენებლპბა მიმდინარეობდა. მოსახლეობამ მთას შაფარა თავი, მამაკაცები მტერს შეებრძოლნენ, ხოლო კირი გაშრა, გაქვავდა და დღემდე ამ სახით შემორჩა.
მშვიდობიანობის დროს ხალხი კვლავ უბრუნდებოდა წინანდელ საცხოვრებელ ადგილებს და ქმნიდა სოფლის ერთიან დასახლებას და წინანდალიც ალბათ, წინანდელ ადგილზე დამკვიდრებული მოსახლეობის შერქმეული სახელი უნდა იყოს.
  სოფლის სახელწოდებასთან დაკავშირებით არსებობს სხვა მოსაზრებები და ლეგენდებიც;
  აკადემიკოს აკაკი შანიძის აზრიტ, წინანდალი, შესაძლოა, ბაცბური სიტყვების სინთეზს წარმოადგენს, რადგან ამ ტერიტორიაზე უძველეს დროში უცხოვრიათ ბაცბებს, დღევანდელი თუშების წინაპრებს. არსებობს ლამაზი ლეგენდაც: ჩვენი სოფლის მებატონეს ორი ქალიშვილი ჰყოლია, რომელთაგან ერთს დალი ერქვა. მათ სანახავად მისულ სასიძოს თავისი დის წინ მდგარი ულამაზესი  დალი მოსწონებია და წამოუძახია წინა დალი გამატანეთო.

აქ მოყვანილი მოსაზრებებიდან თუ თქმულებებიდან რომელია ჭეშმარიტება, ძნელი დასადგენია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს სოფელს, მართლაც, ულამაზესი სახელი წინანდალი ჰქვია.

ადგილმდებარეობა


წინანდალი თელავის  რაიონის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია, რომელიც ცივ-გომბორის გორაკ ბორცვებზეა შეფენილი, წინანდალი თბილისიდან დაახლოებით 150 კმ-ითაა დაშორებული  წინანდლიდან ხელისგულივით ჩანს ალაზნის ველი, უფრო შორს კი კახეთის კავკასიონი. სოფელს ორივე მხრიდან ჩამოუდის ალაზნის მარჯვენა შენაკადები. დოლიაურის ხევი და კისისხევი, რომლებიც სათავეს იღებენ ცივ-გომბორის მთებიდან. სოფელს ჩრდილო დასავლეთიდან ესაზღვრება კისისხევის და კონდოლის ტერიტორიები. სამხრეთ აღმოსავლეთიდან კი ხოდაშნის ტერიტორია. კახეთის ადმინისტრაციული ცენტრიდან დაშორებულია წინანდალი 10 კილომეტრით.

Tuesday, November 19, 2013

კითხვები


მოგესალმებით, თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ შეკითხვა წინანდლის შესახებ და ჩვენ გიპასუხებთ

Monday, November 11, 2013

ფლორა და ფაუნა


განსაკუტრებული ყურადღება მიიქცია მუხიანის ტყის ფლორისა და ფაუნის შესწავლამ. ‘’ მუხიანის ტყე ‘’ მდებარეობს სოფლის სამხრეთ დასავლეთით. ტყეში ძირითადად მუხა გვხვდება  ქვეტყეს კი ქმნის ფოთოლცვენია ბუჩქნარები: ჯაგრცხილა,(ეკალღიჭი) მაყვალი, ასკილი, ზღმარტლი, თხილი, კუნელი. ხეებზე შემოხვეულია ფათალო) და სხვა.  ტყე მდიდარია სხვადასხვა სოკოთი: ხოხბისმკერდა, ნეშუა, ირმის ჩხა, ქამა და სხვა.თეთრაანიდან მილების საშუალებით წყალი მოსახლეობას მიეწოდება, საიდანაც მუხიანის ტყეში  აყვანილია სასმელი წყალი. კვლავ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია შესანიშნავი ანთროპოგენული ლანდშაპტი - განახლებული წინანდლის დეკორატიული პარკი , რომელიც “Silk Roath Group”-ის კომპანიას გადაეცა იჯარით 49 წლით. წინანდლის დეკორატიული პაკის ერთ-ერთი  მთავარი კომპონენტია ფლორა , რომელიც განაწილებულია რელიეფთან შეხამებით, პარკში დარგულია რამდენიმე ათასი ხე და ბიჩქი. აქ მცენარეთა შორის კარგათ შეგუებია  ადგილობრივ გეოგრაფიულ პირობებს ჩინური, ამერიკული, აიპონური, ხმელთასჰუა ზღვის ქვეყნებისა და საერთოგ სუბტროპიკული ზონის ბევრი მცენარე.