წინანდლის ბუნებრივ სიმდიდრეს წარმოადგენს ჰავის - აგროკლიმატური, წყლის, მიწისა და ბიორესურსები. აგროკლიმატურ რესურსებზეა დამოკიდებული
სასოფლო-სამეურნეო ზრდა-განვითარების პერიოდები, მათი მოვლა-მოყვანის წესები და აგროწარმოების
სპეციალიზაცია. აგროკლიმატური რესურსები ხელსაყრელ პირობებს ქმნის მევენახეობის განვითარებისათვის სამრეწველო ვენახების ქვეშ ძირითადად გავრცელებულია ყავისფერი ნიადაგები. ამ
ნიადაგებზე გაშენებული ვენახებიდან ისეთი აღიარებული ღვინოები მიიღება როგორიცაა წინანდალი,
რომელიც რქაწითელისა და მწვანე კახურისგან იწარმოება . (ფოტო)
ჰიდრორესურსებიდან აღსანიშნავია
დოლიაურის ხევი და კისისხევის ხევი რომელიც სოფელს ორივე მხრიდან ჩამოუდის.
მდ. კისისხევი გამოირევა ჩამოტანილი ნაშალი მასალით ქვიშითა და ქვა-რორღით, რომელიც
გამოიყენენება სამშენებლო დანიშნულებით. მდ_ზე გაკეთებულია თევზსაშენი საგუბარი სოფ. ტერიტორიაზე ბუღიაანთ აღმართის ძირში არის გოგირდოვანი წყალი. წინანდალი
მიწის რესურსებითაც გამოირჩევა. 2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით წინანდლის მიწის სავარგულების სტრუქტურა ასეთია:
მთლიანი ფართობი- 3027ჰა.
მათ შორის:
სასოფლო-სამეურნეო სავარგულები-2095ჰა.
ბუჩქნარი-233ფა.
საძოვარი-131ჰა.
გზები-72ჰა.
გამოუყენებელი მიწები (ხევების ჩათვლით)-354ჰა.
აქედან მოსახლეობის კერძო საკუთრებაშია 1100 ჰა. მიწის სასოფლო-სამეურნეო
სავარგული, ხოლო იჯარით გაცემული 900 ჰა.
სოფელი სასმელი წყლის გარეშე ხომ
წარმოუდგენელია. „თეთრიანის“ ტყის წყარო გამოირჩევა განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით.
მე-19 საუკუნის დასასრულს აღნიშნული წყალი სოფელში გამოიყვანეს.
გამოსავალი, რომელიც მილების საშუალებით მიეწოდება სოფლის აბანოს
0 comments:
Post a Comment