Wednesday, November 20, 2013
ადგილმდებარეობა
თარიღი 6:37 AM ავტორი Unknown | კომენტარები არ არის
წინანდალი თელავის რაიონის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია, რომელიც ცივ-გომბორის გორაკ ბორცვებზეა შეფენილი, წინანდალი თბილისიდან დაახლოებით 150 კმ-ითაა დაშორებული წინანდლიდან ხელისგულივით ჩანს ალაზნის ველი, უფრო შორს კი კახეთის კავკასიონი. სოფელს ორივე მხრიდან ჩამოუდის ალაზნის მარჯვენა შენაკადები. დოლიაურის ხევი და კისისხევი, რომლებიც სათავეს იღებენ ცივ-გომბორის მთებიდან. სოფელს ჩრდილო დასავლეთიდან ესაზღვრება კისისხევის და კონდოლის ტერიტორიები. სამხრეთ აღმოსავლეთიდან კი ხოდაშნის ტერიტორია. კახეთის ადმინისტრაციული ცენტრიდან დაშორებულია წინანდალი 10 კილომეტრით.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
0 comments:
Post a Comment