Wednesday, November 20, 2013

კულტურა


სოფლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირსება მისი კულტურული მემკვიდრეობაა. საქართველოში პირველად სოფ. წინანდალში ალ. ჭავჭავაძემ შემოიტანა პირველი ფორტეპიანო. ხელოვნების განსაკუთრებული ნიჭი და სიყვარული თაობიდან თაობას გადაეცემოდა. სოფელში იმართებოდა თეატრალური წარმოდგენები. არის მგალობელთა და მომღერალთა გუნდები, არიან ხალხურ ინსტრუმენტებზე შემსრულებელნი და სხვა. სიმღერის მდიდარ ტრადიციებზე აღმოცენდა ფოლკლორული ანსამბლი „წინანდალი“, რომელიც 1985 წელს ჩამოყალიბდა. დაარსების დღიდან ანსამბლს ხელმძღვანელობდა ლევან აბაშიძე. მან გუნდთან ერთად არაერთ ქვეყანაში ჩაიტანა ქართული სიმღერის სული, ხოლო საფრანგეთში , სადაც „წინანდალი“ ქართულ ხელოვნებას წარმოადგენდა, მან შეძლო ფრანგებისთვის ესწავლებინა რამდენიმე ქართული სიმღერა, მათ შორის საქართველოს ჰიმნი. აღსანიშნავია ისიც რომ ანსამბლის შესახებ საქართველოს ტელევიზიამ ლია დავლიანიძისა და მანანა შევარდნაძის რეჟისორობით გადაიღო სატელევიზიო ფილმები „წინანდლელი ბიჭები“ და „ წინანდალი“. ამჟამად მოქმედებს საშუალო და სამუსიკო სკოლებში ბავშვტა სიმღერის გუნდი, კულტურის სახლში შექმნილია საესტრადო ანსამბლი.  
 სოფლად მხატვრული  თვითშემოქმედების განვითარების საქმეში განსაკუთრებული როლი შეასრულეს მაია გავაშელიძემ, სიმონ ვეფხიშვილმა და გიგია გემაზაშვილმა.
მაია გავაშელიძე, არის პიროვნება რომელიც მუშაობს თექაზე, ქარგავს არაჩვეულებრივად და მუშაობს გობელინზე

0 comments:

Post a Comment